კლასი 1: კუნთოვანი მუშაობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია
(კრეატინ-ფოსფატური ენერგეტიკული სისტემა)
ძირითადად მოქმედებს უჯრედულ დონეზე. კუნთოვანი ბოჭკო.
კრეატინი მონაწილეობს
კრეატინ-ფოსფატური სისტემის
ფორმირებასა და ფუნქციონირებაში, რომელიც უზრუნველყოფს ატფ რეზინთეზს დაჩქარებას,
ხანმოკლე, ინტენსიური კუნთოვანი მუშაობისას.
ერგოგენული ეფექტი დაკავშირებულია არა ენერგეტიკული რესურსის საერთო
მოცულობის გაზრდასთან, არამედ
ატფ-ის აღდგენის დაჩქარებასთან დატვირთვის საწყის ფაზაში.
ერგოგენული ეფექტი გამოვლინდება ძირითადად შემდეგ შემთხვევებში:
ხანმოკლე, განმეორებადი, მაღალი ინტენსივობის დატვირთვების დროს;
იმ რეჟიმებში, სადაც ლიმიტირებელ ფაქტორს წარმოადგენს ატფ-ის რეზინთეზის სიჩქარე;
სწრაფშემკუმშავი კუნთოვანი ბოჭკოების აქტიური ჩართვის პირობებში.
როგორც წესი, არ ფიქსირდება, ხანგრძლივი აერობული დატვირთვისას გამოხატული ერგოგენული ეფექტი.
კრეატინი:
არ ზრდის ენერგიის წარმოების ფიზიოლოგიურ მაქსიმუმს,
თუმცა შესაძლებელს ხდის მაღალი სიმძლავრის შენარჩუნებას მუშაობის საწყის ეტაპზე ან განმეორებადი ძალისხმევისას.
ეფექტს გააჩნია დროითი და ფუნქციური შეზღუდვები და არ ვრცელდება ფიზიკური აქტივობის ყველა ტიპზე.
ფიზიოლოგიურად დასაბუთებული გამოყენების ფარგლებს მიღმა შესაძლებელია:
საწრთვნელი პროცესის აქცენტის გადანაცვლება სიმძლავრის მიმართულებით სხვა ადაპტაციური მექანიზმების ხარჯზე;
ლოკალური კუნთოვანი დაღლილობის ნიშნების ნაწილობრივი შენიღბვა;
ენერგეტიკული უზრუნველყოფისა და აღდგენითი პროცესების შორის ბალანსის დარღვევა.
ეფექტი არ არის ავტონომიური, ის მთლიანად დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო რეგულატორულ მდგომარეობაზე.
კრეატინი განიხილება როგორც ერგოგენული საშუალების მოდელური, საცნობარო მაგალითი, რადგან:
მისი მოქმედების მექანიზმი კარგად არის შესწავლილი;
ეფექტი აღწარმოებადია კონტროლირებად პირობებში;
იგი ნათლად ასახავს ფიზიოლოგიური ოპტიმიზაციის შეზღუდულ პრინციპს, და არა შესაძლებლობების ხელოვნურ „გაძლიერებას“.
კრეატინი წარმოადგენს მოდელურ ერგოგენულ საშუალებას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია უჯრედშიდა ენერგეტიკული პროცესების აჩქარებას დროებით გაზარდოს შრომისუნარიანობა ფუნდამენტური ფიზიოლოგიური ზღვრის შეცვლის გარეშე.