13 კვირა

სპორტული პრეპარატების მოხმარების უვნებლობის ანალიზი

10) ხელოვნური "ნეირონული ქსელისათვის" პრომპტის მაგალითი

 

10) ხელოვნური "ნეირონული ქსელისათვის" პრომპტის მაგალითი

⚠️  მეტად სასურველია AI პლატფორმაზე მუშაობისას ავტორიზებული იყოთ თქვენი მომხმარებლის სახელით.

     ქვემოთ წარმოდგენილია პრომპტის მაგალითი. თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ წითლად მონიშნული ტექსტი, თავის ასტერიქსის სიმბოლოებიანად: *****ეს წაშალეთ და ჩასვით თქვენ მიერ შერჩეული პრეპარატი***** ჩაანაცვლოთ თქვენ მიერ შერჩეული პრეპარატის სახელწოდებით.

 

მე გახლავართ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მეორე კურსის სტუდენტი, სწავლას გავდივარ საბაკალავრო პროგრამით "ფიტნესი და ჯანმრთელობა". მიწევს სემესტრის დასკვნითი სამუშოს შესრულება, რომელიც მდგომარეობს სპორტული პრეპარატების მოხმარების უვნებლობის ანალიზზე, კერძოდ დანამატების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევების ანალიზზე დაფუძნებული შეფასება. დავალებული მაქვს მოკვლეული და შესწავლილი შესაბამისი კვლევითი ლიტერატურის საფუძველზე დასკვნის გამოტანა რამდენად შეესაბამება შერჩეული სპორტული პრეპარატის მოქმედება და ეფექტიანობა მისი პოპულარიზატორების განცხადებები სამეცნიერო კვლევებს. დასკვნა ძირითადად უნდა გადიოდეს შედეგზე, (1) მეტწილად შეესაბამება, (2) მეტწილად არ შეესაბამება, (3) არ არის საკმარისად მოკვლეული ან (4) სხვა დასკვნა. ჩემი ნაშრომი რეფერატული ხასიათისაა და მისი სტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს IMRAD სტანდარტს.

შევთანმხდეთ, რომ ჩვენს დიალოგში ტერმინი „the selected compound“-ის ქვეშ იგულისხმება
 *****ეს წაშალეთ და ჩასვით თქვენს მიერ შერჩეული პრეპარატი*****

მე მიზნად ვისახავ კრიტიკული სამეცნიერო მიმოხილვის წარმოდგენას იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტითა და ფიზიკური აქტივობით, რათა შეფასდეს the selected compoundის ნაერთების გამოყენების მიზანშეწონილობა. აღნიშნული აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპორტული დანამატების პოპულარიზატორების მხრიდან ხშირად ვრცელდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დაუდასტურებელი მტკიცებები, რომლებიც ძირითადად აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიებით არის გავრცელებული და ემყარება არა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს, არამედ „ავტორიტეტების“ და „ექსპერტების“ სუბიექტურ მოსაზრებებს.

შენი მოვალეობაა დამეხმარო ასეთი მიმოხილვის მომზადებაში ბეჭდური სამეცნიერო პუბლიკაციის ფორმატში. დაგეგმვასთან დაკავშირებული შენი წინადადებების გარდა, ვთავაზობ, რომ მასში შეტანილი იყოს ის ინფორმაცია და ის არგუმენტები, რომლებიც ყველაზე დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ იზიდავს პოტენციურ მომხმარებლებს, და ამავე დროს შესაძლებელს გახდის the selected compound პრეპარატების რეალური სარგებლიანობის შეფასებას ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების გაუმჯობესებისა ან მხარდაჭერის კონტექსტში.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი მტკიცებებისათვის აუცილებელია წყაროების მითითება, განსაკუთრებით იმათთვის, რომლებიც განსაზღვრავენ the selected compoundს ნაერთების გამოყენების მიზანშეწონილობას. ამ მიზნით გიწესებ მკაფიო გამიჯვნას წყაროების გამოყენების ხასიათში:

წყაროებთან მიდგომა 1the selected compoundის გამოყენების მიზანშეწონილობის მხარდამჭერი (კომპლემენტარული) არგუმენტების მოძიებისას შენ არ ხარ შეზღუდული წყაროების ტიპით: შეგიძლია გამოიყენო ბლოგერებისა და მარკეტოლოგების ინფორმაცია, დაბალი ხარისხის სამედიცინო სტატიებიც კი. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ჩართო რამდენიმე სოლიდური სამეცნიერო წყარო, კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოაჩენენ the selected compoundის გამოყენებისადმი კომპლემენტარულ (დადებით, მხარდამჭერ) შედეგებს.

წყაროებთან მიდგომა 2კრიტიკული არგუმენტაციის მოძიებისას შეზღუდული ხარ მხოლოდ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ავტორიტეტული პუბლიკაციებით. ამ მიდგომისთვის გამოიყენე მხოლოდ ოფიციალური წყაროები (NIH, WHO, PubMed-ის აბსტრაქტები, უნივერსიტეტების ვებგვერდები); უგულებელყავი ბლოგები და კომერციული საიტები; უპირატესობა მიანიჭე სამეცნიერო მიმოხილვებს, და არა პოპულარულ ტექსტებს.

მთლიანობაში წარმოადგინე მოცემული ტექსტი ინგლისურ ენაზე აკადემიური, სამეცნიერო სტილით, ისე თითქოს იგი მზადდება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. ტექსტი უნდა იყოს ლოგიკურად სტრუქტურირებული, ტერმინოლოგიურად ზუსტი და ფორმალური აკადემიური ენის ნორმების დაცვით შედგენილი.

ტექსტის შიგნით ყველა გამოყენებული წყარო აუცილებლად მიუთითე კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული რიცხვითი ინდექსაციით (მაგ. [1], [2], [3]), ხოლო ტექსტის ბოლოს დაამატე ცალკე REFERENCES სექცია, სადაც აღნიშნული წყაროები წარმოდგენილი იქნება APA სტილის შესაბამისად.

არ გამოგრჩეს კვლევის მანუსკრიპტის შესაბამის ადგილას აბსტრაქტის გაფორმება 250 სიტყვამდე.