14 კვირა

სპორტული პრეპარატების მოხმარების უვნებლობის ანალიზი

11) კვლევის წყაროების სანდოობის ხარისხის შემოწმება

 

11) კვლევის წყაროების სანდოობის ხარისხის შემოწმება

რეკომენდაცია სტუდენტებს

     ქვემოთ მოცემული ალგორითმი გამოიყენება კვლევითი წყაროების სანდოობის შეფასებისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შესაძლო მეთოდი და იგი არ გამორიცხავს სხვა შეფასებითი გზების გამოყენებას.

მოცემული ალგორითმის მიზანია ისეთი ნიშნების აღმოჩენა, რომლებიც კარგად შესრულებულ და სანდო კვლევას ახასიათებს. იგი ეხმარება სტუდენტს იმ წყაროების ამოცნობაში, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან და არსებით ფაქტორებს და იძლევა დასაბუთებულ ინფორმაციას.

ამასთანავე, საჭიროა ალგორითმის შესაძლებლობების სწორად გაგება. ეს მეთოდი არ არის განკუთვნილი ცუდი ან არასანდო კვლევების პირდაპირ გამოსავლენად.

  თუ შეფასების შემოთავაზებული მეთოდის შედეგად მიღებული შედეგი სუსტია ან გაურკვეველი, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ კვლევა დაბალხარისხიანია ან არასწორია.

ალგორითმის მუშაობის პრინციპი შემდეგია:
- თუ შედეგი მკაფიო და დადებითია, ეს მიუთითებს, რომ კვლევა სანდოა;
- თუ შედეგი სუსტია ან არაერთმნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ალგორითმით კვლევის სანდოობის დადასტურება ვერ ხერხდება და შესაძლოა საჭირო იყოს სხვა შეფასებითი მიდგომა.

 

საკვანძო ინსტრუმენტარის დასახელებები

DOI (Digital Object Identifier), ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი.

ISSN (International Standard Serial Number), საერთაშორისო სტანდარტული სერიალური ნომერი.

Scopus, რეცენზირებადი სამეცნიერო პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიული და ციტირების ანალიტიკური მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოიყენება წყაროების მოძიების, იდენტიფიკაციისა და შეფასებისათვის.

Citation Index/ImpactFactor, ციტირების ინდექსი ან იგივე იმპაქტ ფაქტორი.

APA format (American Psychological Association), შემოთავაზებული ციტირების გაფორმების სტანდარტი.