|
10 კვირა |
ერგოგენული საშუალებები |
7) ცნობილი ერგოგენული პრეპარატების ტიპიური მაგალითები |
|
|
|
7) ცნობილი ერგოგენული პრეპარატების ტიპიური მაგალითები |
|
წინა თავში განხილული იყო ერგოგენულობის ცნება, მისი აღწერითი ბუნება და ის ფიზიოლოგიური ჩარჩოები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია სპორტული წარმადობისა და შედეგების გაუმჯობესება. მოცემულ თავში ყურადღება დაეთმობა უკვე დამკვიდრებულ, აღიარებულ მაგალითებზე, რომლებიც სპორტულ და სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ მოიხსენიება, როგორც ერგოგენული პრეპარატები. ერგოგენული პრეპარატები წარმოადგენენ ჰეტეროგენულ ჯგუფს და მოიცავს ნივთიერებებს განსხვავებული ქიმიური ბუნებითა და მოქმედების მექანიზმებით. მათი გაერთიანება ერთ კატეგორიაში არ ეფუძნება შემადგენლობის მსგავსებას. პრაქტიკაში ისინი ხშირად კლასიფიცირდება ფუნქციური კრიტერიუმების მიხედვით — შრომისუნარიანობის, გამძლეობის, ძალის, კოორდინაციის ან აღდგენის პროცესებზე ზემოქმედების პოტენციალის მიხედვით კონკრეტულ ფიზიოლოგიურ პირობებში. მოცემულ ნაწილში განიმარტება თეორიული დახარისხება, რომლის ფარგლებში ერგოგენული ნაერთები დაჯგუფებულია ორგანიზმზე მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმების მიხედვით და განიხილება შემდეგი კლასიფიკაციით:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქ შერჩეული მაგალითები არ წარმოადგენს რეკომენდაციას გამოყენებისთვის და არც უნივერსალურ „ეფექტურ საშუალებებს“. თითოეული მათგანი განიმარტება როგორც მოდელური ერგოგენული აგენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უკეთ გაანალიზდეს ერგოგენული მოქმედების ფიზიოლოგიური საფუძვლები და მისი რეგულაციური კონტექსტი. კონკრეტული მაგალითების განხილვა იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს: რომელ ფიზიოლოგიურ დონეზე რეალიზდება ერგოგენული მოქმედება; რა წარმოადგენს მისი მოქმედების ძირითად მექანიზმს; რა პირობებში ვლინდება აღნიშნული ეფექტი და რა ფაქტორებზეა იგი დამოკიდებული; როგორია ერგოგენული ეფექტის ხასიათი და მისი ფიზიოლოგიური ფარგლები; რა რეგულაციური შეზღუდვები და პოტენციური რისკები ახლავს მიზნობრივ ფიზიოლოგიურ ჩარევას; რატომ განიხილება მოცემული მაგალითი, როგორც ერგოგენული ეფექტის ახსნის მოდელი; და როგორ შეიძლება შედეგების შეფასება შემაჯამებელი თვალსაზრისით. კანონიკურ მაგალითებზე დაფუძნებული ანალიზი საშუალებას იძლევა ერგოგენული პრეპარატები შეფასდეს არა იზოლირებულად, არამედ ორგანიზმის საერთო რეგულაციური სისტემების კონტექსტში, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისა და რეალური ეფექტიანობის გასაგებად. ქვემოთ განხილულია ერგოგენული პრეპარატების აღიარებული მაგალითები, რომლებიც ამგვარი ანალიზისთვის გამოიყენება როგორც მოდელური ნიმუშები. ქვემოთ წარმოდგენილია შესაბამის თემებზე ბმულების ნუსხა. ხაზგასმულ ბმულებზე დაჭერით იხსნება შესაბამისი მასალები: კლასი 1: კუნთოვანი მუშაობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია ფოსფატური დონორები (ნატრიუმის ფოსფატები) ნიტრატ/NO დამოკიდებული მიტოქონდრიალური ეფექტურობა (დიეტური ნიტრატები, ნიტრატებით მდიდარი საკვები)
კლასი 2: მჟავა-ტუტოვან ბალანსსა და ბუფერულ სისტემებზე ზემოქმედება ნატრიუმის ბიკარბონატი (NaHCO₃) β-ალანინი ლიმონმჟავა მარილები (ციტრატები) კარნოზინი
კლასი 3: მჟავა-ტუტოვან ბალანსსა და ბუფერულ სისტემებზე ზემოქმედება ნატრიუმის (Na⁺), კალიუმის (K⁺) და მაგნიუმის (Mg2+) მარილები ჰიპოტონური და იზოტონური ჰიდრატაციული ხსნარები გლიცეროლი (გლიცერინი)
კლასი 4: აღდგენისა და ადაპტაციის პროცესებზე ზემოქმედება ლეიცინი HMB (β-ჰიდროქსი-β-მეთილბუტირატი) ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმმჟავები
კლასი 5: ნერვულ-კუნთოვანი
გადაცემისა და ნეირორეგულაციის ოპტიმიზაცია L-ტიროზინი ტაურინი მაგნიუმი ფოსფატიდილსერინი
კლასი 6: ნეირონული რეგულაციის ზღვრების ცვლილება (სტიმულატორებით) კოფეინი ნიკოტინი ეფედრინი და ეფედრინთან დაკავშირებული ალკალოიდები ამფეტამინის ჯგუფის ნაერთები მეთილფენიდატი
|